ვერტიკალური საჩრდილობელი სისტემა თუ ჰორიზონტალური?
ფანჯრის ჟალუზების შეძენისას ხშირად ჩნდება შეკითხვა:
რომელი ავირჩიო? ვერტიკალური საჩრდილობელი სისტემა თუ ჰორიზონტალური?
ვეცდებით, საქმე გაგიმარტივოთ.
ამ დილემაზე პასუხის საიდუმლო თქვენი ფანჯრების ზომები, გაღება/დახურვის მექანიზმი და ოთახის დეკორატიული სტილის გარკვევაა.
პირველი, რაც გასათვალისწინებელია არის ფანჯრების ზომები.
თუ თქვენი ფანჯრები უფრო მაღალია ვიდრე განიერი და მისი მართვა ხდება აწევ-დაწევით, მაშინ განიხილეთ ფანჯრის ჰორიზონტალური ჟალუზები, როგორიცაა "ვივა ჟალუზის" ვენეციური საჩრდილობელი სისტემა ან ფარდა-როლეტი.
მათი მეშვეობით თქვენს ინტერიერში მეტი სიმყუდროვე დაისადგურებს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ფანჯრები მაღალია და აქვს გასასრიალებელი სისტემა, შეიძლება განიხილოთ ვერტიკალური ჟალუზების გამოყენება.
ვერტიკალური ფილები თქვენს ოთახს სიმაღლეს შესძენს, რის ხარჯზეც შეიქმნება დამატებითი სივრცის შეგრძნება.
ფანჯრების მექანიზმისა და ზომების გარდა, თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ ოთახის სტილიც.
მთავარია იპოვოთ სწორი ქსოვილი და ტექსტურა, რომელიც შეერწყმება ოთახის დეკორატიულ სტილს.
ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.vivajaluzi.ge და შეარჩიეთ ფუნქციური და თქვენს გემოვნებაზე მორგებული, სწორი საჩრდილობელი სისტემა.