Viva Jaluzi
უძველესი საჩრდილობელი სისტემა

უძველესი საჩრდილობელი სისტემა

ფანჯრის საჩრდილობელ სისტემებს დიდი ხნის ისტორია აქვს. არსებობს ჩანაწერები ფანჯრების საფარის შესახებ, რომლებიც გამოიყენებოდა ძველეგვიპტურ სახლებში და რომაულ ვილებში, მაგრამ მაშინ აღნიშნული პროდუქტი დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. არსებობდა მხოლოდ რამდენიმე ძირითადი სტილი: ხის პანელები და ცხოველების ტყავი, რომელთა მართვაც შეიძლებოდა ბორბლებით ან თოკებით. საუკუნეების წინ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ თბილი კლიმატის პირობებში, საჩრდილობელ სისტემად იყენებდნენ ცხოველის ტყავს. ეს ხდებოდა არა მხოლოდ მზის სხივებისგან თავის დასაცავად, არამედ სივრცეში გაგრილების ეფექტის შესაქმნელად. აღნიშნული ეფექტის მისაღწევად, ცხოველის ტყავი წყალში იყო გაჟღენთილი და ფანჯრებზე ჩამოკიდებული. როდესაც ქარი სველ მასალას უბერავდა, ის ქმნიდა გამაგრილებელ ეფექტს ოთახში, ბუნებრივი ჰაერის მსგავსად. ფანჯრების უძველესი საფარი მაცხოვრებლებს, ასევე, უზრუნველყოფდა შესანიშნავი კონფიდენციალურობით. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ცხოველის ტყავის მოვლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამიტომ ამან აიძულა ადამიანი, აღმოეჩინა საჩრდილობელი სისტემის ალტერნატივები, რომელთა შენარჩუნება და წარმოება ადვილი იქნებოდა. “ვივა ჟალუზი” დაგეხმარებათ შეარჩიოთ სწორი პროდუქცია და შეუხამოთ ფერები და პატერნები ერთმანეთს. დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 245 44 99, ჩვენი წარმომადგენელი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერ საკითხზე.

ყველა უფლება დაცულია © 2020