Viva Jaluzi
ტენტის ისტორია

ტენტის ისტორია

ტენტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩრდილის უზრუნველყოფა. ეს შესანიშნავი ელემენტი ხელს უწყობს ელექტროენერგიის ხარჯების შემცირებას და ეფექტურად ინარჩუნებს შენობის შიდა ტემპერატურას. ამასთან ერთად კი, აგარიდებთ ულტრაიისფერ გამოსხივებას და დაიცავს თქვენს ავეჯს, იატაკს და ფანჯრებს დაზიანებისგან. ტენტი, თითქოს, უახლესი გამოგონებაა, მაგრამ მას რეალურად აქვს სახლების გალამაზების საინტერესო ისტორია, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. პირველი ტენტები ძველ დროში სირიასა და ეგვიპტეში გამოიყენებოდა. ისინი, როგორც წესი, შედგებოდა ტყავისა და ნაქსოვი ხალიჩებისგან, რომლებიც ეკიდა ბოძებზე, რათა შეექმნათ კომფორტული გარემო. ძველ დროში გამოყენებული ყველაზე ეფექტური მზისგან დამცავი იყო ის, რომელსაც ველარიუმი ეწოდებოდა. ეს უზარმაზარი დასაკეცი კომპლექსი გამოიყენებოდა რომაული კოლოსეუმის არენისა და დასაჯდომი ადგილების დაჩრდილვისთვის. იგი მზადდებოდა თეთრეულის ქსოვილებით, ხის ჩარჩოებით, რკინითა და თოკებით. ისტორიკოსების თქმით, ამ მასიური სისტემის ასაგებად ქირაობდნენ მეზღვაურებს, რადგან მათ ჰქონდათ შესაბამისი უნარ-ჩვევები და ცოდნა იალქნების დამზადებაში. თავიდან ტენტი, ძირითადად, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მხოლოდ 1800-იანი წლების შუა ხანებში ის გახდა პოპულარული დეტალი როგორც სახლებში, ასევე ბიზნესის ობიექტებში. მრავალ მაღაზიაში მას იყენებდნენ მომხმარებლების მოსაზიდად, რადგან ის უზრუნველყოფდა სიცხისგან ან წვიმისგან დაცვას შოპინგის დროს. მე-18 და მე-19 საუკუნეებში ტენტს ამზადებდნენ იხვის ქსოვილისგან, რადგან ის ფართოდ ხელმისაწვდომი და იაფი იყო. ტენტის დასამაგრებელი მოწყობილობა შედგებოდა თუჯის ან ხის ბოძებისგან. თვითონ ტენტი კი უკავშირდებოდა ფასადს ლურსმნების ან კაუჭების საშუალებით. რაც დრო გადიოდა და ტექნოლოგიაც ვითარდებოდა, მარტივი ტილოს ტენტები ჩანაცვლდა მტკიცე, გრძელვადიანი და ადვილად შესანახი ტენტებით, ჩარჩოებისა და ქსოვილის მრავალფეროვან ვარიანტებთან ერთად. ამავე დროს, მნიშვნელოვნად განვითარდა იხვის ქსოვილის მოხატვის პრაქტიკა, რამაც ხელი შეუწყო ტენტის ესთეტიკური მიზნით გამოყენებას სახლებსა და სხვადასხვა ობიექტებზე. დღეს თანამედროვე ტენტი განსხვავდება ერთმანეთისგან ფორმის, ზომისა და ქსოვილის მიხედვით. ის არის უფრო მსუბუქი და, მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, საჭიროებს ნაკლებ მოვლას, ვიდრე სხვა ტრადიციული მასალები. „ვივა ჟალუზში“ შეგიძლიათ შეარჩიოთ ტენტი ზომისა და ფერის მიხედვით, რომელიც აუცილებლად მოერგება თქვენს გემოვნებას და შეგიქმნით მაქსიმალურ კომფორტს ამინდის ნებისმიერ პირობებში. დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 245 44 99, ჩვენი წარმომადგენელი კი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერ საკითხზე.

ყველა უფლება დაცულია © 2020