საუკეთესო საჩრდილობელი სისტემა სლაიდური კარისთვის
აივნისა და ეზოს კარები აკავშირებს შიდა სივრცეს გარე სამყაროსთან. ამ შემთხვევაში, დღესდღეობით საკმაოდ ტრენდულია დიდი შუშის სლაიდური კარის გამოყენება. დიდი აივნის კარები ლამაზია, მაგრამ ზოგჯერ არც ისე მარტივია მათთვის საჩრდილობელი სისტემის შერჩევა. სლაიდური კარით ინტენსიურად სარგებლობიდან გამომდინარე, საჩრდილობელი სისტემა, რომელსაც თქვენ შეარჩევთ, უნდა იყოს მსუბუქი, გამძლე და ადვილად რეგულირებადი.
მაშ, რომელი საჩრდილობელი სისტემაა საუკეთესო სლაიდური კარისთვის? პასუხი დამოკიდებული იქნება თქვენს ინდივიდუალურ გემოვნებაზე, კარების დიზაინსა და ბიუჯეტზე. თუმცა ჩვენ დაგეხმარებით, გააკეთოთ თქვენზე მორგებული არჩევანი.
ფარდა-როლეტი
ფარდა-როლეტი იდეალურად ერგება სლაიდურ კარებს. ის არის მსუბუქი, გრძელვადიანი და საკმარისად უხილავი იმისთვის, რომ მათი დამალვა შესაძლებელი იყოს, როდესაც მას არ გამოიყენებთ. ის შესანიშნავი არჩევანია შუშის სლაიდური კარებისთვის, რადგან ფარდა-როლეტი ძალიან ხელმისაწვდომია. მისი შეძენა შესაძლებელია თქვენი კარის ზომის შესაბამისად. გარდა ამისა, ის გამოირჩევა სწრაფი და მარტივი ინსტალაციით. ქსოვილების, პრინტებისა და ფერების უზარმაზარი არჩევანით, ფარდა-როლეტი მრავალმხრივი და თანამედროვე ვარიანტია, რომელიც მოერგება ნებისმიერ დეკორს. ნეიტრალური ტონალობებით დაწყებული ნათელ ფერებამდე, დახვეწილი ტექსტურებითა და ნახატებით, თქვენ შეძლებთ შექმნათ თქვენი საყვარელი ინტერიერის დიზაინი.
იაპონური ჟალუზები
თუ თქვენ ეძებთ ჟალუზებს ეზოს სლაიდური კარებისთვის, მაშინ იაპონური ჟალუზები უკონკურენტოა. დამზადებული დიდი ქსოვილის პანელებისგან, რომლებიც ჰორიზონტალურად სრიალებს, იაპონური ჟალუზები მოგვაგონებს ვერტიკალურ ჟალუზებს. უფრო დიდი ქსოვილის პანელების განახლებული, თანამედროვე სტილი მათ სრულყოფილს ხდის თანამედროვე ინტერიერისთვის. იაპონური ჟალუზები უნივერსალური და მარტივია, კარის გაღებისას ისინი ფრთხილად იკეცება, ხოლო დახურვისას ქმნის ქსოვილის ეკრანს, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს სინათლე და კონფიდენციალურობა თქვენს სახლში. ჟალუზის პანელების ზომა და რაოდენობა დამოკიდებული იქნება თქვენი კარის ზომაზე, ხოლო ქსოვილის ფერი და ტექსტურა შეიძლება შეირჩეს ინტერიერის შესაბამისად. იაპონური ჟალუზების დიდი უპირატესობა ის არის, რომ მათი მართვა შესაძლებელია ბავშვებისთვის უსაფრთხო ჯოხებით. ასევე, ისინი ადვილად დასაყენებელი და ძალიან კომპაქტურია, რაც შესანიშნავია დიდი ფართობის დასაფარად.
“ვივა ჟალუზი” დაგეხმარებათ, შეარჩიოთ თქვენს სახლზე მორგებული პროდუქცია. დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 245 44 99, ჩვენი წარმომადგენელი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერ საკითხზე.