საჩრდილობელი სისტემის ტრენდები 2023 წელს
საჩრდილობელი სისტემა სინათლის, კონფიდენციალურობისა და იზოლაციის კონტროლში, ფუნქციურ როლს თამაშობს, მაგრამ გარდა პრაქტიკულობისა, ის ასევე, შეიძლება იყოს თანამედროვე და ეფექტური დიზაინის ელემენტი ნებისმიერი ოთახისთვის. Თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საჩრდილობელის განახლების დრო მოვიდა, სიამოვნებით გთავაზობთ 2023 წლის საინტერესო ტენდენციებს.
ბუნებრივი მასალები და ფერები
2023 წლის ტენდენციების მიხედვით, საჩრდილობელი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბუნებრივი მასალების, ტექსტურებისა და ფერების გამოყენება. ეს დიდწილად განპირობებულია იმ სითბოთი და ხასიათით, რაც ამ ტიპის ტექსტილს დიზაინში შემოაქვს. ფარდა-როლეტი ორგანული ბამბისა ან ტილოს ქსოვილებით, ისევე, როგორც ნაქსოვი რომაული ფარდა, კვლავ პოპულარობით სარგებლობს.
თეთრი ტონალობებისგან განსხვავებით, რომელიც აქტუალური იყო გასულ სეზონზე, წლევანდელი ფერები მოიცავს ბეჟისა და სპილოს ძვლის სხვადასხვა ტონალობას. შეუთავსეთ ნეიტრალური ტონები მსუბუქ და მტვრიან ფერებს, როგორიცაა დამამშვიდებელი ლურჯი ან ატმისფერი, ბუნებრივი ფერისა და სიმყუდროვის შესაქმნელად.
ძრავიანი საჩრდილობელი სისტემა
Ტექსტილსა და ფერებთან ერთად, 2023 წელს, საჩრდილობელი სისტემის მექანიზმებიც დაიხვეწა. ძრავიანი საჩრდილობელი სისტემა სულ უფრო პოპულარული ხდება მათი მოხერხებულობისა და დისტანციური მართვის შესაძლებლობის გამო, ჭკვიანი სახლის მოწყობილობების გამოყენებით.
მრავალფენიანი საჩრდილობელი სისტემა
იმისათვის რომ ოთახს მეტი ინდივიდუალურობა და სიღრმე შესძინოთ, ფანჯრის სხვადასხვა საფარის ფენა შეგიძლიათ გამოიყენოთ. 2023 წელს ტენდენციური იქნება გამჭვირვალე ფარდებისა და ჟალუზების კომბინაცია, შეკრული და უნიკალური ინტერიერის დიზაინისთვის.
მთავარია მინიმალისტური მიდგომის შენარჩუნება, მრავალფენიანი საჩრდილობელი სისტემის გამოყენებისას. 2023 წელს უპირატესობა ენიჭება კომბინაციებს როგორებიც არის: მარტივი, ორგანული ტექსტილისა და კლასიკური ფერების სინთეზი; გამჭვირვალე ფარდის მინიმალისტური და დახვეწილი კომბინაციები.
„ვივა ჟალუზის“ გუნდი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ, თქვენს სტილსა და სივრცეზე სრულყოფილად მორგებული საჩრდილობელი სისტემის პოვნაში.
დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 245 44 99, ჩვენი წარმომადგენელი კი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერ საკითხზე.