Viva Jaluzi
საჩრდილობელი სისტემის ტიპები და უპირატესობები (ნაწილი 2)

საჩრდილობელი სისტემის ტიპები და უპირატესობები (ნაწილი 2)

საჩრდილობელი სისტემის უპირატესობებზე დიდხანს შეიძლება საუბარი, მაგრამ რა გამოარჩევს თითოეულ მოდელს? ამ თემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ყველაზე პოპულარულ ჰორიზონტალურ ჟალუზზე, ვერტიკალური მოდელის მარტივ ფუნქციონირებასა და ფარდა-როლეტის მრავალფეროვნებაზე. თუმცა არის საჩრდილობელი სისტემის კიდევ რამდენიმე მოდელი, რომელთა ვიზუალური თუ ფუნქციური უპირატესობებიც არანაკლებ მიმზიდველია მომხმარებლისთვის. იაპონური ჟალუზი ამ ტიპის ჟალუზის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვანაირად, მაგრამ ყველაზე ხშირად მათ დიდი ზომის ფანჯრებისთვის იყენებენ. ისინი ელეგანტურ და თანამედროვე იერს ანიჭებენ სახლის ინტერიერს და გეხმარებათ, მიიღოთ მეტი კონფიდენციალურობა ან მთლიანად დაბლოკოთ გარე განათება. უპირატესობებია: კონფიდენციალურობის მაღალი დონე: ნებისმიერ ოთახში ფანჯრის დამუშავების უპირველესი მიზეზი არის კონფიდენციალურობის დაცვა. იაპონური ჟალუზები დაგეხმარებათ მეტად კომფორტული გარემოს შექმნაში და მოგანიჭებთ დაცულობის შეგრძნებას. განათების სრულად დაბლოკვა: თანამედროვე ბლექაუთ ჟალუზების გამოყენებით, შეგიძლიათ მაქსიმალურად დაბლოკოთ გარედან შემომავალი სინათლე. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის ჟალუზი უზრუნველყოფს თქვენს მშვიდ ძილს. ზებრა ზებრა ჟალუზები ფანჯრების მოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენდენციაა. უნიკალური დიზაინის ამ მოდელს აქვს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ქსოვილი, რისი საშუალებითაც მარტივად შეგიძლიათ ნათელი ინტერიერიდან ბნელზე გადასვლა. უპირატესობებია: ესთეტიკურად სასიამოვნო: უნიკალური დიზაინიდან გამომდინარე, ზებრა ჟალუზი მაშინვე იქცევს ოთახში შემოსული ადამიანის ყურადღებას. სინათლის ადვილი კონტროლი: თუ თქვენ გჭირდებათ მეტი სინათლე, დაარეგულირეთ ჟალუზი ისე, რომ გაუმჭვირვალე ზოლებმა ერთმანეთი გადაიფაროს, რათა სინათლე შემოვიდეს გამჭვირვალე ნაწილებიდან. ტენტი ისევე, როგორც სახურავი იცავს სახლს ამინდისგან, ტენტიც არის დამცავი საფარი, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფარს ცუდი ამინდისგან. ტენტს შეხვდებით კერძო სახლების, კარების ან ვერანდის ზემოთ. ის, ასევე, დაგეხმარებათ შიდა ტემპერატურის კონტროლში ფანჯრების საჩრდილობელი სისტემასავით. უპირატესობებია: გამძლე: ტენტი მზადდება სხვადასხვა მასალისგან. როგორც წესი, დამჭერ მასალად გამოიყენება ლითონი და მინა. ძირითადი ნაწილი კი დამზადებულია ლითონის ჩარჩოზე მიმაგრებული ქსოვილისგან. იცავს უამინდობისგან: იმის გამო, რომ ტენტი დამზადებულია გამძლე მასალისგან, მას შეუძლია გაუძლოს ნებისმიერი ამინდის ექსტრემალურ პირობებს. თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, „ვივა ჟალუზი“ გთავაზობთ საჩრდილობელი სისტემის მრავალფეროვან არჩევანს. ჩვენ დაგეხმარებით მოდელის, ზომისა და ფერის შერჩევაში, რათა მიიღოთ სასურველი ატმოსფერო თქვენს გარემოში. დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 245 44 99, ჩვენი წარმომადგენელი კი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერ საკითხზე.

ყველა უფლება დაცულია © 2020