საჩრდილობელი სისტემის ტიპები და უპირატესობები (ნაწილი 1)
ფანჯრების დაფარვა აუცილებელია ყველა სახლში. თუმცა, ფარდა აღარ არის ერთადერთი არჩევანი საჩრდილობელი სისტემის სპექტრში. ჟალუზი სწრაფად იძენს პოპულარობას მთელ მსოფლიოში, როგორც უპირატესი არჩევანი. ის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში, ფორმასა და სტილში, რის გამოც მარტივია შეარჩიოთ სწორედ ისეთი, როგორიც თქვენი ოთახის დიზაინს მოერგება.
ჟალუზები პრაქტიკული, ადაპტირებადი და ასევე, საკმაოდ მიმზიდველი ელემენტია, რომელიც ვიზუალურად ლამაზად გამოიყურება, განურჩევლად მოდელისა და ქსოვილისა.
და მაინც, ყველა არჩევანიდან, რატომ ჟალუზი? აქ განვიხილავთ რამდენიმე მოწინავე მოდელის მნიშვნელოვან დეტალებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ადვილად მიიღოთ გადაწყვეტილება.
ჰორიზონტალური ჟალუზი
ეს არის ყველაზე პოპულარული ტიპის ჟალუზი, რომელიც დღეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი. ის შედგება ჰორიზონტალური ნაწილებისგან და ასრულებს ფარდების დანიშნულებას, მყარი ქსოვილის გარეშე.
უპირატესობები:
იძლევა შიდა ტემპერატურის რეგულირების საშუალებას: ჟალუზების კორექტირებამ შეიძლება შეზღუდოს ოთახში შემომავალი სინათლის რაოდენობა, რაც საშუალებას მისცემს შიდა ტემპერატურას შესაბამისად მოიმატოს ან შემცირდეს.
მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების დაბლოკვა: თანამედროვე ჟალუზები ეფექტურია მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მოსაგერიებლად, რითაც იცავს შენობის შიგნით მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.
ვერტიკალური ჟალუზი
თუ ჰორიზონტალურ ჟალუზებს 90 გრადუსით შემოატრიალებთ, მიიღებთ ვერტიკალურ ჟალუზებს. ვერტიკალური ნაწილები მიმაგრებულია სვეტზე, რომელიც მდებარეობს ფანჯრის ზედა ჩარჩოს გასწვრივ. ჰორიზონტალურისგან განსხვავებით, ვერტიკალური ჟალუზი გვერდულად იხსნება და იკეტება.
უპირატესობები:
მარტივი მოვლა: ვინაიდან მათი განლაგება ვერტიკალურია, შესაძლებელია თითოეული ნაწილის ადვილად ამოღება ან ჩანაცვლება.
მარტივი ფუნქციონირება: ვერტიკალური ჟალუზის მართვა უფრო მარტივია გახსნისას და დახურვისას, რის გამოც მათი კარებზე გამოყენებაც შესაძლებელია.
ფარდა-როლეტი
იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც სურს დახვეწილი და თანამედროვე იერი, განათების უმაღლესი კონტროლით. ფარდა-როლეტი შედგება ერთი უწყვეტი ქსოვილისაგან და უზრუნველყოფს სრულ კონფიდენციალურობას, დახურვისას.
უპირატესობებია:
მარტივი კონტროლი: ადვილად იხსნება და იხურება იმის მიხედვით, თუ რამდენად სასურველია ბუნებრივი განათება თქვენს სივრცეში.
მრავალფეროვნება: არსებობს ამ ჟალუზის სხვადასხვა მასალა, ტექსტურა და ფერი; ამ უპირატესობის საშუალებით, ის მარტივად ერწყმის სახლში არსებულ სხვადასხვა დეკორს.
„ვივა ჟალუზის“ შოურუმში იპოვით თქვენს გარემოზე მორგებულ საჩრდილობელ სისტემას, რომელიც დაამშვენებს ინტერიერს.
დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 245 44 99, ჩვენი წარმომადგენელი კი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერ საკითხზე.