საჩრდილობელი სისტემა: ღია თუ მუქი?
საჩრდილობელი სისტემის სწორად შერჩევაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ, გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორებიც, როგორცაა, კედლის ფერი.
როგორ შევუხამოთ ფერები ერთმანეთს?
ფაქტობრივად, მნიშვნელობა არ აქვს, ჟალუზი კედელზე ღია ფერის იქნება თუ მუქი. მთავარია, ფერები მინიმუმ ერთი ტონით განსხვავდებოდეს, რათა კარგად ერწყმოდეს ერთმანეთს.
ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნიუანსმა, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს ოთახის იერსახე.
როდის ავირჩიოთ ღია ფერის საჩრდილობელი სისტემა?
ღია ფერის ჟალუზი კონტრასტშია ოთახთან. იმის გარდა, რომ სინათლე შეაქვს გარემოში, ასევე, ქმნის ოთახის სიდიდის ილუზიას, რის გამოც ღია ფერი ხშირად გამოიყენება პატარა სივრცეებში.
როდის გავაკეთოთ არჩევანი მუქ ფერზე?
დიდი ოთახები ბევრი ფანჯრით - ეს ის ადგილია, რომელიც საჭიროებს მეც კომფორტსა და სიმყუდროვეს, რასაც უზრუნველყოფს მუქი ფერის საჩრდილობელი სისტემა. მისი დახმარებით ოთახი მეტად ეფექტურად გამოიყურება.