რომელია საუკეთესო ჟალუზი დიდი ფანჯრებისთვის?
დიდი ფართო ფანჯრები მშვენიერია, რადგან ისინი ავსებენ თქვენს სახლს სითბოთი და სინათლით. ბრწყინვალე ხედებთან ერთად, დიდი ფანჯარა საშუალებას გვაძლევს დავტკბეთ გარშემო ბუნებით სახლის კომფორტიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფანჯრები სახლის მშენებლობაში მომხიბლავი ელემენტია, ადგილს არ გვიტოვებს დასამალად, ამიტომ დიდი ფანჯრების დაფარვისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. მათი დაფარვა შეიძლება იყოს სახიფათო, რადგან დიდი ზომის გამო, საჩრდილობელი სისტემა შეიძლება იყოს ძალიან მძიმე, მისი მართვა კი რთული. მოერიდეთ მოცულობით ჟალუზებს, აირჩიეთ მსუბუქი, უნივერსალური საჩრდილობელი სისტემა.
იაპონური ჟალუზი
რბილი და ელეგანტური ქსოვილებით აგებული, იაპონური ჟალუზი იდეალურად გამოიყურება დიდი ზომის ფანჯრებზე. სივრცეში მშვიდი განწყობის მისაღწევად,
შეარჩიეთ ერთი ნეიტრალური ფერი, რომელიც იდეალურად მოერგება თქვენს ინტერიერს და შექმნის გრძელი, უწყვეტი ხედის იმიტაციას. იაპონური ჟალუზი უზრუნველყოფს იზოლაციას, კონფიდენციალურობასა და ოთახის დაბნელებას, რაც რთულად მიიღწევა ხოლმე დიდი ფანჯრების შემთხვევაში. ასევე, ამ მოდელის საჩრდილობელი სისტემა ხაზს უსვამს დიდი ვიტრაჟების სილამაზეს.
ფარდა-როლეტი
როლეტი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი დაფარვის სისტემა დიდი ფანჯრებისთვის. სუფთა და თანამედროვე იერის მქონე ეს მოდელი გთავაზობთ უამრავ ფერს, ტექსტურას, შაბლონს და თქვენს გემოვნებაზე მორგებულ ვიზუალსაც კი, რაც ხელმისაწვდომია ძალიან დიდ ზომებში. თუ თქვენ ხართ მინიმალისტი და არ გსურთ რაიმე მომაბეზრებელი ან დეკორატიული პრინტი ფანჯრებისთვის, ფარდა-როლეტი იქნება თქვენი არჩევანი თანამედროვე და გამარტივებული დიზაინისთვის დიდფანჯრებიან ოთახში.
“ვივა ჟალუზი” დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენი სახლის დიზაინზე მორგებული პროდუქცია. დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე:
+995 32 245 44 99, ჩვენი წარმომადგენელი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერ საკითხზე.