როგორ გავაკონტროლოთ სახლის ტემპერატურა ჟალუზების დახმარებით?
თქვენს სახლში სასიამოვნო ტემპერატურის შენარჩუნება ყველა სეზონის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული ცხოვრებისთვის. თუმცა, ზაფხულში გრილი და ზამთარში მყუდრო საცხოვრებელი სივრცის მოწყობა შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე თავიდან ჩანს. უფრო მეტიც, სახლში ოთახების სხვადასხვა განლაგების გამო შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სამხრეთისკენ მიმართული საძინებელი რჩება თბილი და მზიანი, ხოლო ჩრდილოეთით მიმართული მისაღები ოთახი ყოველთვის გრილ მხარესაა.
ფანჯრები სახლის სითბოს მომატებისა და დაკარგვის დიდი წყაროა. თუმცა, სწორი საჩრდილობელი სისტემის არჩევით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ ტემპერატურის კონტროლი და შედეგად, შეამციროთ ენერგიის ხარჯებიც. მოდით, შევხედოთ ჟალუზის რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს:
ზაფხულში სიგრილის შესანარჩუნებლად:
ზაფხულში, განსაკუთრებით იმ ოთახებში, სადაც ბევრი მზეა, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი სახლი ცხელი და დახუთულია. მიუხედავად იმისა, რომ თბილ ამინდში ჟალუზების დახურვა შეიძლება თავიდან ლოგიკას მოკლებული მოგეჩვენოთ, მაგრამ ცხელი, მზის პირდაპირი სხივების ბლოკირებით თქვენი ოთახები შეიძლება არ გაცხელდეს არასასიამოვნო დონემდე.
ამისთვის საუკეთესო მეთოდებია:
ალუმინის ჰორიზონტალური ჟალუზები - საშუალებას გაძლევთ, შეუშვათ შუქი და ამავე დროს, დაბლოკოთ ცხელი, პირდაპირი მზის სხივები. ღია ფანჯრიდან გრილი ნიავი შეიძლება შემოვიდეს ჟალუზების სრულად გახსნის გარეშე, მეტალის მასალა კი ხელს შეუწყობს მზისა და სითბოს შენარჩუნებას თქვენს სახლში.
ფარდა-როლეტი მზის ამრეკლავი საფარით - სპეციალურად არის შექმნილი მზის რადიაციისა და სითბოს არეკვლისთვის. ის მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს სახლში შთანთქმული სითბოს რაოდენობას.
ზამთარში სითბოს შესანარჩუნებლად:
ჟალუზები არა მხოლოდ სასარგებლოა თქვენი სახლის სიგრილის შესანარჩუნებლად, ისინი ასევე დაგეხმარებათ, რომ სახლში იყოს სითბო ცივი თვეების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჟალუზები ღია უნდა გქონდეთ დღის საათებში, რათა მზის ბუნებრივი სითბო შემოვიდეს, როგორც კი მოსაღამოვდება, თქვენ უნდა დახუროთ ჟალუზები, რათა უზრუნველყოთ ფანჯრების დამატებითი იზოლაციის ფენა. ეს არა მხოლოდ ინარჩუნებს სითბოს, არამედ ხელს უშლის ორპირი ქარის მოხვედრას თქვენს სახლში.
ამ შემთხვევაში ეფექტურის რომაული ფარდები - ისინი, როგორც წესი, მზადდება უფრო სქელი ქსოვილებისგან, ვიდრე სხვა სტილის საჩრდილობელი სისტემები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი წარმოადგენენ კარგ საიზოლაციო ფენას თქვენი ფანჯრებისთვის.
“ვივა ჟალუზი” დაგეხმარებათ შეარჩიოთ სწორი პროდუქცია და მოარგოთ ამინდის პირობებს. დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 245 44 99, ჩვენი წარმომადგენელი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერ საკითხზე.