Viva Jaluzi
როგორ გამოვიყენოთ ფარდა და ჟალუზი ერთად?

როგორ გამოვიყენოთ ფარდა და ჟალუზი ერთად?

ფარდა თუ ჟალუზი? რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი, როცა შეგიძლიათ, ორივე გქონდეთ? მათი დაწყვილებისთვის არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, ეფექტურად შეუხამოთ ისინი ერთმანეთს. დაიწყეთ ჟალუზებით ფარდებისა და ჟალუზების ერთმანეთთან შეხამებისას, რეკომენდებულია, რომ დაიწყოთ ჟალუზების შერჩევით. პირველ რიგში, თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რა ტიპის ჟალუზების შეძენას აპირებთ. მაგალითად, ჰორიზონტალური ჟალუზები კარგად ერწყმის ფარდებს. ხის ჟალუზი შესანიშნავი ვარიანტია ოთახში თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად და უხდება თბილი ტონების ფარდებს. მოერიდეთ ნახატებსა და პატერნებს თუ ფარდებსა და ჟალუზებს ერთად იყენებთ, უკვე ბევრი რამ ხდება გარემოში. ზოგადად, უმჯობესია აირჩიოთ ნეიტრალური ფერები და ტექსტურები თამამი პრინტების ნაცვლად. პრინტიანი ფარდებისა და ჟალუზების არჩევამ შეიძლება გადატვირთოს თქვენი სივრცე და გახადოს ის უფრო პატარა. ამისთვის საჭიროა, არჩევანი გააკეთოთ მარტივი ერთფეროვანი ფარდა-ჟალუზის სასარგებლოდ. აირჩიეთ ფერთა სქემა უპირატესობა მიანიჭეთ ერთმანეთთან დაკავშირებულ ფერებს: მსგავსი ტონები, ან ერთი ფერის სხვადასხვა ელფერი. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ კედლების შეფერილობაც. ეს მიდგომა დაგეხმარებათ ფარდა-ჟალუზსა და თქვენს კედლებს შორის ჰარმონიის შექმნაში. გამოიყენეთ სიმაღლისა და სიგანის უპირატესობები ფარდებისა და ჟალუზების შეხამება შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ, ითამაშოთ მასშტაბით თქვენს ოთახში. თუ თქვენ გაქვთ შედარებით პატარა ფანჯარა, რომელსაც ფარავთ ჟალუზებით, მაშინ შეგიძლიათ დამატებითად გამოიყენოთ ფარდები, რათა შექმნათ ბევრად უფრო დიდი ფანჯრის ილუზია. ფანჯრის სიმაღლის მიხედვით შერჩეულმა ფარდებმა შეიძლება ოთახი ბევრად უფრო დიდი და მდიდრული გახადოს. “ვივა ჟალუზი” დაგეხმარებათ, შეარჩიოთ თქვენს სახლზე მორგებული საჩრდილობელი სისტემა. დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 245 44 99, ჩვენი წარმომადგენელი კი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერ საკითხზე.

ყველა უფლება დაცულია © 2020