რა არის მწერების საწინააღმდეგო გოფრე ბადე?
რა არის მწერების საწინააღმდეგო გოფრე ბადე?
აი, დადგა ის დროც, როცა თბილი ამინდების მიუხედავად, იშვიათად ვაღებთ ფანჯრებს კოღოებისა და სხვადასხვა მწერის გამო. ოთახში სუფთა ჰაერის შემოშვებაც პრობლემური ხდება ხოლმე. ამ საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა კი მწერების ბადეებია. კოღოს საწინააღმდეგო ბადეებმა დიდი ხანია მოიპოვეს პოპულარობა, რადგან ისინი უზრუნველყოფენ მწერებისგან თავისუფალ გარემოს და ქმნიან კომფორტს ნებისმიერ სივრცეში.
რა არის გოფრე ბადე?
გოფრე ბადეები გამოიყენება არა მხოლოდ მწერებისგან დასაცავად, არამედ სახლის ესთეტიკის გასაუმჯობესებლადაც. ეს ბადე მუშაობს განსხვავებული მექანიზმებით. ის ზიგზაგის სახით იკეცება და მისი დამაგრება შესაძლებელია როგორც ხის, ასევე ალუმინის ფანჯარაზე.
მწერებისგან საუკეთესო თავდაცვა არის ბადე, თუმცა ის იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეფექტურად მოერგება თქვენი გარემოს პარამეტრებს. ბადის შეძენამდე, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მისი შერჩევის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი - ზომა. კოღოს ბადეების არჩევამდე საჭიროა, კარგად გაზომოთ ფანჯრები თუ კარები. სათანადო ზომის გარეშე, ბადესთან დარჩება არასასურველი ადგილები, რომლებიდანაც შესაძლოა შემოძვრეს მწერი.
გოფრე ბადეების უპირატესობები:
• გოფრე ბადეების მორგება შესაძლებელია თქვენი არჩევანისა და მოთხოვნების შესაბამისად
• ბადე გიცავთ კოღოს ნაკბენისგან და მრავალი არასასურველი მწერისგან
• მისი დამონტაჟება არ საჭიროებს რაიმე რემონტს, ის მარტივად ყენდება რამდენიმე წუთში
• არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას
მწერებისგან დამცავი გოფრე ბადე საუკეთესო ვარიანტია კოღოებისგან თავის დასაცავად და მშვიდობიანი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად. მაღალი ხარისხის ბადე, რომელიც დამზადებულია გამძლე მასალისგან, თავიდან აგარიდებთ მწერებთან დაკავშირებულ დისკომფორტს, მისი გამორჩეული დიზაინი კი საუკეთესოდ მოერგება სხვადასხვა ტიპის ინტერიერს.
დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 245 44 99, ჩვენი წარმომადგენელი კი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერ საკითხზე.