რა არის ბლექაუთი და ვის სჭირდება ის
ღრმა და უწყვეტი ძილი აუცილებელია ჩვენი სხეულისა და გონების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ჩვენი ფანჯრებიდან შემომავალი სინათლე და ხმაური არღვევს ძილის რუტინას, რისთვისაც არსებობს სპეციალური ფარდა-ჟალუზი, რომელიც შექმნილია საუკეთესო ბლექაუთ სისტემით. ბლექაუთი არის ორმაგი სხივგაუმტარი ქსოვილი, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს მზის სხივებისგან დაცვას, გარემოში ტემპერატურის შენარჩუნებას და, შედეგად, წყნარ და მშვიდ ძილს.
საწოლში გაუთავებელი წრიალი არც ერთი ჩვენგანისთვისაა უცნობი, თუმცა, მაინც შეიძლება რამდენიმე ჯგუფის გამოყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მშვიდი ძილისკენ მიმავალ დამატებით გზებს, რათა ხელი შეუწყონ სხეულის ბიოლოგიურ საათებს და აუღელვებლად იძინონ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ღამის ბუები
ღამის ბუები არიან ისინი, ვისაც ღამის საათებში უწევს ან ურჩევნია ფუნქციონირება, იქნება ეს პირადი საქმეები თუ სამსახურის გრაფიკი. დღის განმავლობაში ძილი უფრო ხანმოკლე, მსუბუქი და ფრაგმენტირებულია და ამ ჯგუფში შემავალი ადამიანები სამსახურში მიდიან ნაკლებად აღდგენილი ძილით და ძილის დიდი დეფიციტით. ფაქტია, რომ პოლიციელებს, რომლებიც ღამით მუშაობენ, 14-ჯერ უფრო ხშირად სძინავთ 6 საათზე ნაკლები. ბევრი მეხანძრე და მაშველი, როგორც წესი, მუშაობს 24-საათიან ცვლაში და ცოტა სძინავს მთელი დღის განმავლობაში. ღამის ბუებისთვის ძილის დრო მეტისმეტად ძვირფასი და მღელვარეა, რადგან ბევრ მათგანს დღის განმავლობაში უწევს ძილი.
ახალი მშობლები
საშუალოდ, ახალშობილს დღეში 16-17 საათი სძინავს, მაგრამ მათ შორის ბევრი გამოღვიძების ინტერვალია. თუ ახალშობილს არ შეუძლია მთელი ღამის განმავლობაში ძილი, შესაბამისად, მშობელიც არ დაიძინებს. ამ დროს ის იძულებულია დაისვენოს დღის ნათელ პერიოდში, რათა შეინარჩუნოთ საღი აზრი. იყო ახალი მშობელი ისედაც სტრესულია ყველა ფრონტზე, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს უძილობა. ასეთ შემთხვევებში სასარგებლოა საძინებელ ოთახში ბლექაუთის ეფექტის მქონე საჩრდილობელი სისტემის დაყენება, რათა რთულ პერიოდებშიც კი მარტივი იყოს ძილის რუტინის შენარჩუნება.
მედიის მოყვარული
თუ გიყვართ ფილმები ან ხართ გეიმერი, აუცილებლად გაგიცრუვდებათ იმედები თქვენი საყვარელი აქტივობების განხორციელებისას მისაღებ ოთახში ან კაბინეტში, რადგან გარედან შემომავალი შუქის სიკაშკაშე ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ეკრანისთვის. პლაზმურ ბრტყელეკრანიან ტელევიზორებს, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ სპორტის და ფილმების მოყვარულები, ასევე, გეიმერები, რომლებსაც მოსწონთ უფრო მკაფიო გამოსახულება ეკრანზე. თუმცა, გამოსახულება საუკეთესოა დაბალი განათებიდან სრულ სიბნელემდე, რათა შეფასდეს ფერების უფრო მდიდარი პალიტრა. ამიტომ, აღნიშნული აქტივობებისთვის ბნელი, კომფორტული ოთახი აუცილებელი პირობაა.
“ვივა ჟალუზი” დაგეხმარებათ შეარჩიოთ სწორი პროდუქცია და მოარგოთ ის თქვენი სახლის დიზაინს. დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 245 44 99, ჩვენი წარმომადგენელი უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ნებისმიერ საკითხზე.