ფარდები იაპონურ კულტურაში
„გენძი მონოგატარი“ - მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში
პირველ ფსიქოლოგიურ რომანად ითვლება. მისი ავტორი სეფექალი მურასაკი შიბიკუა.
მე-10 საუკუნეში იაპონელ ქალებს განათლების მიღებისა
და მოგზაურობის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ ჰქონდათ, თუმცა ნაწარმოები იმდენად დიდი
ოსტატობით არის დაწერილი, რომ მან მთელი იაპონური ლიტერატურის განვითარებაზე მოახდინა
გავლენა.
ამ თემაზე იაპონელებს არაერთი ხელოვნების ნიმუში აქვთ
შექმნილი. მათ შორის ერთ-ერთი მე-12 საუკუნის ჰორიზონტალური გრაგნილია.
თუ ილუსტრაციის შექმნის დროს დავაკვირდებით, მივხვდებით,
რომ იაპონური ფარდები მათი კულტურის , ხელოვნებისა და ლიტერატურის განუყოფელი ნაწილია.
21-ე საუკუნეში კი ის მსოფლიო ტრენდად იქცა.