პარიზული აივანი
სივრცეში მოცქირალი მამაკაცი და ურბანული ინტიმურობა ფრანგი იმპრესიონისტის, გუსტავ კაიბოტის ხელწერაა.
როგორც ყველა იმპრესიონისტი, კაიბოტიც თავისი ნახატების სიუჟეტს ყოველდღიური ცხოვრებიდან იღებდა და საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევდა.
ნახატი 1880 წელს არის დახატული, მასზე პარიზის ერთ-ერთ ცნობილ ბულვარ - ოსმანზე (Boulevard Haussmann) გამავალი აივანია გამოსახული, რომელსაც მზის მცხუვნარე სხივებისგან ტენტი იცავს.
საკვირველია, რომ 140 წლის წინათ პარიზის აივნებზე გადმოფენილი ტენტები დღესაც არ კარგავს აქტუალობას, უფრო მეტიც, პროდუქტის კონკრეტულად ეს დიზაინი ყველაზე ტრენდული და მოდურია.
ამის მიზეზი ტენტების შეუცვლელი პრაქტიკულობაა, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს რამდენადმე უფრო გასაძლისს ხდის.