გზამკვლევი ჟალუზების შეძენისთვის
არსებობს უამრავი სახის საჩრდილობელი სისტემა, რაც მათი შერჩევისას, გადაწყვეტილების მიღების პროცესს ართულებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ შემოგთავაზოთ პატარა გზამკვლევი, რომელიც გაგიმარტივებთ შეძენის პროცესს - რომელი ჟალუზი იქნება საუკეთესო თქვენი საჭიროებებისთვის? იმის გათვალისწინებით თუ რას ეძებთ, პრაქტიკულობას თუ რაიმე ელეგანტურს.
დავიწყოთ მარტივით - ფარდა როლეტი.
ფარდა როლეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარიანტია, მას უამრავი უპირატესობა აქვს, მათ შორის, ფერების, ქსოვილებისა და სტილის ფართო არჩევანი. არის ბიუჯეტური, თუმცა, მისი გლუვი შესახედაობიდან გამომდინარე, მართლაც კარგი არჩევანია თქვენი სახლისთვის. ასეთი ჟალუზი ფუნქციონირებს ბავშვისთვის მოსახერხებელი სადენით და შეიძლება მოტორიზებული იყოს ძნელად მისადგომი ფანჯრებისთვისაც. ფარდა როლეტი შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი ოთახისთვის, მათ შორის სველი წერტილებისა და სამზარეულოსთვის.
რაც შეეხება, ვერტიკალურ ჟალუზებს, ეს არის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა დიდი ფანჯრებისა და კარებისთვის. მისი ფორმიდან გამომდინარე, სივრცეს შედარებით მაღალს აჩენს. ვერტიკალური განლაგება თანაბრად ანაწილებს სინათლის ნაკადს მთელს ოთახში. სოლიდური ვიზუალის გამო, ის ხშირად გამოიყენება საოფისე გარემოსა და კომერციულ შენობებში.
ჰორიზონტალური საჩრდილობელი სისტემა - ამ პროდუქტის მეშვეობით მარტივად შეძლებთ სინათლის ინტენსივობის კონტროლს და, სასურველ შემთხვევაში, სრულად დაბლოკავთ გარედან შემოსულ სხივებს. იდეალურია მყუდრო და მშვიდი გარემოს შესაქმნელად.
დაბოლოს, ყველაზე მდიდრული საჩრდილობელი სისტემა - რომაული ფარდა. ისინი დამზადებულია რბილი ქსოვილისგან და შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი ზომის ფანჯრებისთვის ელეგანტურობის შესაქმენლად. ხშირად იყენებენ საძინებლებისა და მისაღები ოთახებისთვის.